ზვავსაშიშროების გამო საქართველოს ზოგ გზაზე მოძრაობა შეიზღუდა

საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე დიდთოვლობის, ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო, მოძრაობა შეიზღუდა. ზვავსაშიშორებაა მოსალოდნელი მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის ფასანაური-მლეთა-გუდაური–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. მანამდე ზვავი ჩამოწვა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მლეთასა და ნაღვარევში. სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დიდთოვლობააა გუდაურშიც, სადაც თოვლის საფარმა 2 მეტრს მიაღწია, მლეთაში კი თოვლის საფარი 1.7 მეტრია.