ბაქოში თავის დაწვა სცადეს

ბაქოში თავის დაწვა სცადა მამაკაცმა, რომლის ვინაობაზეც ჯერ არაფერს იუწყებიან. ინციდენტი მოხდა ქუჩაზე, სადაც ძველ შენობებს ანგრევენ ახალი დეველოპერული პროექტის რეალიზების მიზნით. ადგილობრივი მოსახლეობა უკვე რამდენიმე თვეა, პროტესტს გამოთქვამს და მეტ კომპენსაციას მოითხოვს. ჯერ არ არის ცნობილი მიზეზი, რომლის გამოც მამაკაცმა ცეცხლი წაიკიდა. ბოლო 13 თვის განმავლობაში აზერბაიჯანი თავის დაწვის, სულ ცოტა, ხუთი მცდელობა აღირიცხა.