ჩინეთი ამზადებს მრავალმილიარდიან ინვესტიციებს ლათინურ ამერიკაში

ჩინეთი აპირებს მომდევნო 10 წლის განმავლობაში 250 მილიარდი დოლარის ინვესტირებას ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში და ამ რეგიონიდან იმპორტის მოცულობის გაორმაგებას. ამ შინაარსის განცხადება გააკეთა ჩინეთის პრეზიდენტმა ცი ძინპინმა პეკინში, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის რეგიონის თანამეგობრობის ლიდერებთან შეხვედრაზე. ჩინეთის ლიდერის თქმით, ორ მხარეს შორის სავაჭრო ბრუნვამ 10 წელიწადში შესაძლოა ნახევარ ტრილიონ დოლარს მიაღწიოს.