უკრაინის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მომავალ კვირაში ბერლინში შეიკრიბებიან, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად მიმართულ დიპლომატიურ ძალისხმევასთან დაკავშირებით. 12 იანვრის შეხვედრაზე შეთანხმდნენ ოთხი მინისტრის სატელეფონო საუბრისას, რომელიც 9 იანვარს გაიმართა. ამასობაში, უკრაინის სამხედრო წარმომადგენლებმა გაავრცელეს ცნობა სეპარატისტებთან შეტაკებებში ექვსი უკრაინელი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ. ხოლო დონეცკში, რომელსაც სეპარატისტები აკონტროლებენ, აცხადებენ, რომ ორი სამოქალაქო პირი დაიღუპა აეროპორტთან ბრძოლის დროს.