საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება ფრანგულ ჰიპერმარკეტთა ქსელის, "კარფურის" ქართული საიტის გატეხვის ფაქტზე. ინტერნეტში საიტის გახსნის მცდელობისას, გხვდება ინგლისური წარწერა „გატეხილია ახლო აღმოსავლეთის კიბერ არმიის მიერ“. საიტი ამჟამად გათიშულია.