მაშველებმა იავის ზღვიდან ამოიტანეს AirAsia-ს „შავი ყუთი“

ინდონეზიელმა მაშველებმა იავის ზღვის ფსკერიდან ამოიტანეს ეარაზიის თვითმფრინავის საბორტო თვითჩამწერი. თვითმფრინავს 28 დეკემბერს ინდონეზიიდან სინგაპურისაკენ ჰქონდა გეზი აღებული, როდესაც ის რადარებიდან გაქრა. მის ბორტზე 162 ადამიანი იმყოფებოდა. ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. სამაშველო ოპერაციის ხელმძღვანელების თქმით, ჯერ არ აღმოუჩენიათ პილოტის კაბინაში დამონტაჟებული თვითჩამწერი.