Charlie Hebdo გარეკანზე მუჰამედს გამოსახავს

ფრანგული სატირული ჟურნალის Charlie Hebdo-ს ამ კვირის გამოცემის გარეკანზე გამოსახული იქნება წინასწარმეტყველი მუჰამედი, რომელსაც ხელში უჭირავს წარწერა Je suis Charlie - მე ვარ შარლი. ჟურნალის გარეკანი წინასწარ გაავრცელეს ფრანგულმა მედიასაშუალებებმა. სატირული ჟურნალის ოთხშაბათის ნომერი 3 მილიონიანი ტირაჟით გამოვა. ჩვეულებრივ ჟურნალი კვირაში 60 ათას ეგზემპლარს ბეჭდავდა.