დღეიდან გარემოს დაბინძურებისთვის ახალი ჯარიმები ამოქმედდა

დღეიდან "ნარჩენების მართვის კოდექსის" აღსრულება დაიწყეს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა და გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა. "ნარჩენების მართვის კოდექსის" თანახმად, დაჯარიმდებიან იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლები და მგზავრები, რომლებიც ნარჩენება - სიგარეტის ნამწვს, კვების პროდუქტის ნარჩენებს და სხვას - ფანჯრიდან გადაყრიან. ჯარიმის ოდენობა 120 ლარს შეადგენს. კერძო ავტოტრანსპორტიდან ნარჩენების გადაყრის შემთხვევაში ჯარიმდება მძღოლი, რომლის მართვის ქვეშ იმყოფება იმ მომენტში ავტომანქანა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში კი სამართალდამრღვევი მგზავრი ჯარიმდება.