პრაღაში ანტიისლამურ დემონსტრაციაში 500 კაცი მონაწილებდა

პრაღაში გაიმართა ანტიისლამური დემონსტრაცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 500-მდე კაცმა.სიტყვით, სხვათა შორის, გამოვიდნენ პოპულისტური გაერთიანების, "პირდაპირი დემოკრატიის აისის" თავმჯდომარის მოადგილე, მარეკ ჩერნოხი და იანა ჩერნოხოვა, მემარჯვენე ოპოზიციური სამოქალაქო დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი. დემონსტრანტებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით: ევროპა, გამოიღვიძე! , „ისლამი ბოროტებაა“, ზომიერი ისლამი არ არსებობს. შეკრების ორგანიზატორი იყო ჯგუფი, რომელიც თავს ასე უწოდებს: „არ გვსურს ისლამი ჩეხეთის რესპუბლიკაში“. 20-მდე ადამიანი დაესწრო საპირისპირო დემონსტრაციას, რომელიც რასიზმისა და ქსენოფობიის წინააღმდეგ იყო მიმართული, და რომელიც იქვე გაიმართა.