აშშ-ის მეთაურობით მოქმედმა კოალიციამ თავდასხმები განაახლა

აშშ-მა და მისმა კოალიციურმა პარტნიორებმა დაიწყეს თავდასხმათა ახალი სერია ისლამისტები წინააღმდეგ სირიაში და ერაყში. 23 იანვრის დილის შემდეგ მათ 26 საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. სირიაში 12-ჯერ მიიტანეს იერიში ისლამური სახელმწიფოს ექსტრემისტულ გაერთიანებაზე ქალაქ ქობანისთან. ერაყში ხუთი თავდასხმა მოხდა მოსულთან, ხუთი - თალ აფართან.