ესპანეთში მსხვერპლი მოჰყვა საბერძნეთის სამხედრო თვითმფრინავის ავარიას

ესპანეთში, სულ ცოტა, 10 ადამიანი დაიღუპა საბერძნეთის სამხედრო თვითმფრინავის ავარიის შედეგად. ესპანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების ცნობით, 26 იანვარს ნატოს წრვთნების დროს F-16 ტიპის ორადგილიანი თვითმფრინავი დაეცა ხმელეთზე მყოფ ორ თვითმფრინავს. დაშავებულია 13 ადამიანი, მათგან ექვსი - მძიმედ. ესპანეთის მედიის ცნობით, ავარია მოჰყვა ერთ-ერთი პილოტის მიერ სტარტის დროს არასწორად შესრულებულ მანევრს. დაიღუპა საბერძნეთის სამხედრო თვითმფრინავში მყოფი ორივე პილოტი.