გაზპრომის ცნობით, თურქეთისკენ ახალი გაზსადენი 2016 წელს ამოქმედდება

რუსეთის სახელმწიფო კომპანია გაზპრომის თანახმად, თურქეთის მიმართულებით ბუნებრივი აირის მილსადენი 2016 წლისთვის ამოქმედდება. გაზრომის აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსეი მილერმა განაცხადა ამის შესახებ 27 იანვარს ანკარაში. ახალი მილსადენი შავი ზღვას გადაკვეთავს და მისი გზით წლიურად 63 მილიარდი კუბური მეტრი აირი გადაიტვირთება.