პუტინმა ხელი მოაწერა კანონს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასთან გაფორმებული შეთანხმების რატიფიცირების შესახებ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასთან გაფორმებულ სტრატეგიული პარტნიორობის ე.წ ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ კანონს. რუსეთსა და საქართველოს სეპარატისტულ რეგიონს შორის აღნიშნული ხელშეკრულება 24 ნოემბერს, სოჭში გაფორმდა. ე.წ შეთანხმების რატიფიცირება კი რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ და აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მოახდინეს.