ბერუჩაშვილი: საქართველოში ჩამოვა ჯონ კერი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა აშშ-ში თავისი ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა, რომ საქართველოს უახლოეს მომავალში ეწვევა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი. ინტერპრესნიუსის ცნობით, ბერუჩაშვილმა განაცხადა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში საქართველოში გაიმართება პლენარული სესია, რომლის ნაწილიც იქნება კერის ვიზიტი. ბერუჩაშვილის განცხადებით, მარტში შედგება აშშ-ის სავაჭრო-ეკონომიკური მისიის ვიზიტი საქართველოში, რაც ამერიკულ ბიზნესს საქართველოს საინვესტიციო კლიმატის გაცნობის საშუალებას მისცემს.