უკრაინის მთავრობა და სეპარატისტები დებალცევოში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმნენ

კიევმა და პრორუსულმა სეპარატისტებმა დროებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს ქალაქ დებალცევოს გარშემო. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვიაჩესლავ აბროსკინმა ფრანსპრესს უთხრა, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება შედგა, რათა სამოქალაქო მოსახლეობის ევაკუაცია მოხდეს. სეპარატისტების თანახმად, ცეცხლის შეწყვეტა იმოქმედებს 6 თებერვალს, შუა ევროპის დროით, 9 საათიდან 16 საათამდე. ამავე ინფორმაციით, ავტობუსებმა, რომლებსაც მოქალაქეები გადაჰყავდათ, უკვე დატოვეს დებალცევო. როიტერსის სააგენტო ადრე იტყობინებოდა, რომ ათეულობით ცარიელი ავტობუსი, რომლებსაც ახლდა ეუთოს მეთვალყურეთა მისია, ქალაქისკენ მიემართებოდა. ცნობით, მათი მოძრაობის პერიოდში სროლა არ ყოფილა. დებალცევო მდებარეობს ვიწრო ზოლზე, რომელიც უკრაინის მთავრობის კონტროლს ქვეშაა და სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიებს შორის მდებარეობს.არეალში ბლო ორ კვირაში მძაფრი ბრძოლები იყო უკრაინის არმიასა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს შორის. დროებითი ზავი გამოცხადდა იმ დროს, როცა გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი გამოვიდნენ ახალი სამშვიდობო გეგმით, რათა დასრულდეს უკრაინის კრიზისის.