უპილოტო თვითმფრინავმა ავღანეთში მეამბოხეთა მეთაური მოკლა

უპილოტო თვითმფრინავით თავდასხმისას ავღანეთში ექვსი ადამიანი მოკლეს, მათ შორის მეამბოხეთა მეთაური, რომელმაც, სავარაუდოდ, ბოლო ხანს თალიბანიდან ისლამურ სახელმწიფოს რიგებში გადაინაცვლა. ჰელმანდის პროვინციის პოლიციის უფროსის თქმით, თავდასხმისას მოკლეს მოლა აბდულ რაუფი, ასევე მისი სიძე.