მშენებარე კორპუსში ორი მუშა დაიღუპა

ვარკეთილში, მშენებარე კორპუსში, სატვირთო ლიფტის ჩაწყვეტის შედეგად, ორი მუშა დაიღუპა და ორი დაშავდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.