დონეცკში გრძელდება საომარი დაპირისპირება

უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში მიმდინარე სპეცოპერაციის პრეს-ცენტრი იუწყება, რომ ხუთშაბათს პრორუსულად განწყობილმა სეპარატისტებმა სულ ცოტა 70-ჯერ გაუხსნეს საარტილერიო ცეცხლი უკრაინის არმიას, მათ შორის - „გრადის“ ტიპის დანადგარებიდან, ნაღმმტყორცნებიდან და ტანკებიდან. გრძელდება ბრძოლა დებალცევოს მიმართულებით. ყველაზე მეტად საარტილერიო იერიშის შედეგად დაზარალდა დებალცევო, ჩერნუხინო, კამენკა. სეპარატისტებმა სამჯერ მიიტანეს იერიში ამ დასახლებებზე. უკრაინის პოლკ „აზოვის“ „ფეისბუკის“ გვერდზე ქვეყნდება ინფორმაცია დონეცკის ოლქში, შიროკინოს დასახლებაში ბრძოლის მიმდინარეობაზე. ცნობების თანახმად, სეპარატისტთა იერიში მოიგერიეს და მათ მნიშვნელოვანი დანაკარგით უკან დაიხიეს.