აშშ-მ რუსეთსა და სეპარატისტებს მოუწოდა იერიშების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ

აშშ აცხადებს, რომ „ძალიან შეშფოთებულია“ უკრაინის აღმოსავლეთში, ქალაქ დებალცევოსა და მის გარშემო ვითარების გაუარესების გამო. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა რუსეთსა და სეპარატისტებს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ იერიშები და ეუთოს მეთვალყურეთა მისიასთან თანამშრომლობით შეასრულონ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. დებალცევოს გარშემო ბრძოლა გრძელდება. უკრაინის მთავრობა და სეპარატისტები ერთმანეთს ადანაშაულებენ შეთანხმების შეუსრულებლობაში.