მოსკოვის სასამართლომ არ შეცვალა ალექსეი ნავალნისთვის გამოტანილი განაჩენი

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ 17 თებერვალს დაამტკიცა განაჩენები, რომლებიც შარშან გამოუტანეს კრემლის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ალექსეი ნავალნის და მის ძმას, ოლეგს. სასამარლომ არ დააკმაყოფილა მოწოდებები, გაეთავისუფლებინა ძმები ნავალნები პატიმრობიდან. სასამართლომ ასევე უარყო პროკურატურის მოთხოვნა,სასჯელები ათ წლამდე გაეზარდათ. 30 დეკემბერს გამოუტანა მოსკოვის სასამარლომ ძმებს განაჩენი თაღლითობისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზების ბრალდებით. ალექსეის სამი წლით პირობით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ხოლო ოლეგს ამავე ვადით რეალური პატიმრობა. ძმები განაჩენებს მიიჩნევენ პოლიტიკურად მოტივირებულად და დანაშაულს არ აღიარებენ. ალექსეის ცალკე განაჩენი აქვს გამოტანილი ხუთწლიანი პატიმრობა პირობით. ალექსეი მოითხოვდა თავისი ძმის, ოლეგს განთავისუფლებას, რადგან ის მისი აზრით, რუსეთის ხელისუფლების მძევალია მასზე პოლიტიკური ზეწოლის განხორციელების მიზნით. ნავალნიმ დაიპირა, რომ პირველ მარტს ქუჩაში გამოიყვანს ასი ათას ადამიანს, რომლებიც კრემლის, როგორც ის თვლის, ქვეყნის ღრმა ეკონომიკური კრიზისკენ მიმავალი პოლიტიკის მიმართ პროტესტს გამოთქვამენ.