საქართველოს გზებზე თოვლის და ზვავსაშიშროების გამო შეზღუდვები დაწესდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საავტომობილო გზებზე არსებული ვითარების შესახებ განცხადება გაავრცელა, რომ მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური -კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. დარიალის ხეობაში ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება. ამ რეჟიმით მოძრაობა ხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კორდინაციით.