ნინო გვენეტაძეს პარლამენტის მხარდაჭერის იმედი აქვს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ნინო გვენეტაძეს საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერის იმედი აქვს. თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ კენჭისყრამდე, საკომიტეტო მოსმენებისას, მზად არის, უპასუხოს დეპუტატების ნებისმიერ შეკითხვას როგორც მისი წარსული და ამჟამინდელი, ისე სამომავლო საქმიანობის შესახებ. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 17 თებერვალს წარადგინა. უზენაესი სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს კონსტანტინე კუბლაშვილს 23 თებერვალს ეწურება ათწლიანი უფლებამოსილების ვადა.