ლარი კიდევ 6 პუნქტით გაუფასურდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის თანახმადაც 20 თებერვლიდან, 1 დოლარის ოფიციალურად 2.1472 ლარი ღირს. გუშინ მოქმედი კურსი 2.0839 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ერთ დღეში 0.0633 ლარი შეადგინა.