დღეს უფლებამოსილების ვადა ეწურება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კოტე კუბლაშვილს უფლებამოსილების ვადა დღეს ეწურება. დღესვე პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილ ნინო გვენატაძისთვის უნდა მოესმინათ, თუმცა სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. კომიტეტის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად პარლამენტში კომიტეტის ექვსი წევრი მივიდა, თუმცა სხდომის გახსნისთვის სულ მცირე რვა დეპუტატის ყოფნა იყო საჭირო. როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, ბიუროს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ის კომიტეტის სხდომის გამართვას შეეცდება, თუკი საკმარისი რაოდენობის დეპუტატები შეიკრიბებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომიტეტის სხდომა რამდენიმე დღით გადაიდება. კოტე კუბლაშვილი სასამართლო ხელისუფლებას 2005 წლის 23 თებერვლიდან ხელმძღვანელობს. შესაბამისად, უფლებამოსილების ათწლიანი ვადა მას დღეს ეწურება.