მოსამართლემ უსაფუძვლოდ მიიჩნია ბრალდება არგენტინის პრეზიდენტის წინააღმდეგ

26 თებერვალს მოსამართლემ უსაფუძვლოდ მიიჩნია არგენტინის პრეზიდენტის კრისტინა ფერნანდესისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ჰექტორ ტიმერმანის მიმართ წაყენებული ბრალდებები მათ მიერ 1994 წლის ტერაქტის ფაქტების გასაიდუმლოების შესახებ. ორი პოლიტიკოსი ეჭვმიტანილია მცდელობაში, მიეჩქმალათ ირანის მონაწილეობა ბუენოს აირესის ცენტრში ებრაელთა თემის წინააღმდეგ მოწყობილ ტერაქტში, რასაც 85 ადამიანის ემსხვერპლა. ფედერალურმა მოსამართლემ დანიელ რაფეკასმა ვერ დაინახა დანაშაულის ნიშები პროკურორ ჟერარდო პოლიტიკას მიერ 13 თებერვალს წაყენებულ საბრალდებო დასკვნაში, რომელსაც შესაბამისად დაუსაბუთებული უწოდა.