ლარი კვლავ გაუფასურდა

რამდენიმედღიანი გამყარების შემდეგ, ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, 6 მარტიდან 1 დოლარის შეძენა 2.1415 ლარად იქნება შესაძლებელი. ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა 2.1078 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0337ლარი შეადგინა.