საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო წვრთნების გამო შეშფოთებას გამოხატავს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც შეშფოთებაა გამოთქმული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებული სამხედრო წვრთნების გამო. განცხადებაშია ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, სულ თორმეტ პოლიგონზე დაიწყო მასშტაბური სამხედრო საველე წვრთნები, რომელშიც მონაწილეობენ სხვადასხვა სამხედრო ნაწილები და შენაერთები, მათ შორის საჰაერო თავდაცვის დანაყოფები.