ქართული ასეული ავღანეთში ჩავიდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ნაკრები ასეული ავღანეთში ჩავიდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქართველი სამხედროების მთავარი ამოცანა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მდებარე "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შტაბის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ნაკრები ასეული როტაციის წესით აშშ-ის არმიის ქვედანაყოფს ჩაანაცვლებს. მისიის გადაბარების ოფიციალური ცერემონია "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შტაბბინაში მოგვიანებით გაიმართება.