რუსეთში ჩეხეთის საელჩო კომენტარს არ აკეთებს

რუსეთში ჩეხეთის საელჩომ უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა ერთ-ერთ ჩეხ დიპლომატს ამ ქვეყანაში დარჩენა აუკრძალა. მეორე კი საერთოდ არ შეუშვა რუსეთში. ჩეხეთის მედიასაშუალებები იუწყებიან, რომ ამით რუსეთმა სამაგიერო გადაუხადა ჩეხეთს, რომელმაც ცოტა ხნის წინ რუსი დიპლომატები ჯაშუშობაში დაადანაშაულა და უარი უთხრა ჩეხეთის ვიზის გაგრძელებაზე.