ევროკავშირმა გზა გაუხსნა ბოსნიას წევრობისკენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაამტკიცეს ბოსნიის შემდგომი ნაბიჯი წევრობისკენ გზაზე მას მერე, რაც პოლიტიკოსებმა 28 წევრიანი ბლოკის მოთხოვნით რეფორმების გატარების მზადყოფნა დადასტურეს. ბოსნიელმა პოლიტიკოსებმა მოახერხეს გადაელახათ აზრთა სხვადასხვაობა მათთვის შეთავაზებული ბრიუსელთან სტაბილიზაციის და ასოცირების შეთანხმების გარშემო. ამით გზა გაეხსნა ბოსნიას, განაცხადოს ევროკავშირს წევრობის სურვილი. ბოსნია ერთადერთი ქვეყანაა დასავლეთ ბალკანეთში, რომელსაც ოფიციალურად არ მოუთხოვნია ევროპის კავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცადეს, რომ შეთანხმება ახლა ამოქმედდება, მაგრამ გააფრთხილეს ბოსნია, რომ უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიის, ასევე პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლების მხრით, თუ ბლოკში გაწევრიანება სურს.