პაკისტანში 12 მსჯავრდებული ჩამოახრჩეს

პაკისტანში 12 მსჯავრდებულის მიმართ მოიყვანეს სისრულეში სასიკვდილო განაჩენი. როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება 17 მარტს ჩამოახრჩეს დამნაშავეები, რომელთა შორის იყვნენ როგორც ტერორიზმში, ისე მკვლელობასა და სხვა სასტიკი დანაშაულში ბრალდებული პირები. პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა ნავაზ შარიფმა გასული წლის 17 დეკემბერს გააუქმა მორატორიუმი სიკვდილით დასჯაზე. ამის მიზეზი გახდა წინა დღით შეიარაღებული თალიბების თავდასხმა სკოლის შენობაზე, სადაც 150 კაცი, უმეტესობა ბავშვები დაიხოცნენ.