ავღანეთში ცეცხლი წაუკიდეს ქალს ყურანის დაწვის გამო

ავღანეთში ბრბომ მოკლა ქალი და ცეცხლი წაუკიდა მის გვამს იმისთვის, რომ ქალმა, სავარაუდოდ, ყურანი დაწვა. როგორც პოლიციამ და თვითმხილველებმა რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს უთხრეს, ინციდენტი მოხდა დღეს შაჰ-ე დოჰ შამშირას აკლდამის მახლობლად. მიმდინარეობს გამოძიება. ინციდენტის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.