აშშ-ის სამხედრო ავიაცია თიქრითთან ექსტრემისტების პოზიციებს ბომბავს

აშშ-ის ბომბდამშენმა ავიაციამ იერიშები წამოიწყო ერაყის უსაფრთხოების ძალების მხარდასაჭერად, რომლებმაც განაახლეს შეტევა „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებისგან ერაყის ქალაქ თიქრითის გასათავისუფლებლად. როგორიც პენტაგონის წარმომადგენელმა განუცხადა სააგენტო „ფრანს პრესს“, ოპერაცია ერაყის მთავრობის თხოვნით მიმდინარეობს. მოსახლეობისადმი მიმართვაში 26 მარტს ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰეიდარ ალ აბადიმ იწინასწარმეტყველა ოპერაციის წარმატებით დასრულება თიქრითში, თუმცა მას არაფერი უთქვამს აშშ-ის საავიაციო მხარდაჭერაზე.