მოსკოვში აღადგინეს მემორიალი ნემცოვის მკვლელობის ადგილას

მოსკოვში, კრემლთან მდებარე ხიდზე აღდგა ოპოზიციონერ ბორის ნემცოვის მკვლელობის ადგილზე მოწყობილი მემორიალი, რომელიც წუხელ დაარბიეს - გაწმინდეს ყვავილებისა და სხვა საგნებისაგან. ჩვენი რადიოს რუსული სამსახურის ცნობით, დღეს მემორიალთან ისევ მიაქვთ ყვავილები. წუხელ შავტანისამოსიანმა უცნობმა პირებმა წაიღეს ყვავილები, სანთლები და სურათები ადგილიდან, სადაც 27 თებერვალს მოკლეს ოპოზიციონერის პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი. ეს იყო მემორიალის ლიკვიდაციის უკვე მეორე მცდელობა. 25 მარტს ნემცოვის მკვლელობის ადგილი წაბილწა ჯგუფმა, რომელიც თავს უწოდებს „გამათავისუფლებელ მოძრაობა სერბ“-ს.