ავღანეთში ჩავიდა საქართველოს შეიარაღებული ძალების ბატალიონი

ავღანეთში ჩავიდა საქართველოს შეიარაღებული ძალების მეოთხე მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში კონკრეტული ამოცანის შესრულებამდე, ბატალიონის პირადი შემადგენლობა დასკვნით სწავლებას გადის ბაგრამის საავიაციო ბაზაზე. შემაჯამებელი წვრთნა მოიცავს თვითნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობათა საწინააღმდეგო მოქმედებებს, ნავიგაციის ჩამხშობი სისტემების გამოყენებას და ადგილობრივი რელიგიური თავისებურებების გაცნობას. ქართველი სამხედროები ავღანეთის ფარვანის პროვინციაში მომავალი ექვსი თვის განმავლობაში იმსახურებენ ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად. მათი მთავარი ამოცანაა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.