ავღანეთში დაიღუპა ამერიკელი ჯარისკაცი

დღეს ავღანეთის ნანგარჰარის პროვინციაში დაიღუპა ამერიკელი ჯარისკაცი. აშშ-ის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლის ცნობით,დაიჭრა კიდევ ორი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე. აშშ-ის სამხედრო ხელმძღვანელობას ამ ინციდენტზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.