საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება რომის პაპს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ვატიკანს ეწვევა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილი დღეს ვატიკანში სამუშაო სადილს გამართავს, ხვალ კი რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდება. საქართველოს ელჩის ვატიკანსა და მალტაში, თამარ გრძელიძის განცხადებით, ვიზიტი არის მეგობრული და მისი მიზანია ურთიერთობების გაღრმავება.