პარლამენტის შენობასთან მდებარე 9 აპრილის მემორიალთან ინციდენტი მოხდა, რომლის დროსაც ერთი პირი დააკავეს. როგორც "ინტერპრენიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინებოდა, დაკავებულია ვეტერანი, ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელი მალხაზ ჩემია, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდა.