უკრაინის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ორგანიზაციები ოფიციალურად აღიარეს

უკრაინის უმაღლესმა საკანომდებლო ორგანომ მიიღო კანონი იმ ორგანიზაციების და ადამიანების ისტორიული როლის აღიარების შესახებ, რომლებიც მე-20 საუკუნეში სხვადასხვა პარამილიტარისტულ და იატაკქვეშა დანაყოფების შემადგენლობაში ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის იბრძოდნენ. კანონი კერძოდ აღიარებს ისეთ ორგანიზაციებს, როგორიცაა უკრაინის განთავისუფლების კავშირი, უკრაინის პატრიოტთა ალიანსი, უკრაინელ ნაციონალისტთა ორგანიზაცია და სხვა. აღნიშნული კანონი უკრაინის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლებისათვის სოციალურ გარანტიებს, შეღავათებისა და სახელმწიფო ჯილდოები გადაცემასაც ითვალისწინებს.