ბან კი-მუნი - იარმუკის ბანაკი "სიკვდილის ბანაკს ემსგავსება"

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა განაცხადა, რომ დამასკის ახლოს მდებარე იარმუკის პალესტინელ ლტოვილთა ბანაკი, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ მეომრებმა დაიკავეს, არის „ჯოჯოხეთის ბოლო წრე“ სირიის ოთხწლიან საშინელებაში. 9 აპრილს ბან კი-მუნმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლტოლვილთა ეს ბანაკი „ემსგავსება სიკვდილის ბანაკს“ იქ მცხოვრები დაახლოებით 18 000 ადამიანისთვის. ბან კი-მუნმა განაცხადა, რომ ბანაკში მყოფი „ისლამური სახელმწიფოს“ მეომრები და მის გარეთ განლაგებული სირიის სამთავრობო ძალები ორლესული მახვილივით არიან ბანაკში გამომწყვდეული ათასობით ტლოლვილისთვის. „ჩვენ ვერ გავდგებით განზე და ვერ ვუყურებთ ხოცვა-ჟლეტის გაჩაღებას“, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა. გასულ კვირაში „ისლამურმა სახელმწიფომ“ იარმუკის ბანაკის უდიდესი ნაწილი დაიკავა. გაეროს გენერალური მდივანი მოითხოვს შეტაკებების დასრულებას, ადამიანების ჰუმანიტარული დახმარებითა და ლტოლვილებისთვის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფას.