შეიარაღებულ თავდასხმას პაკისტანში ათობით ადამიანი შეეწირა

სულ მცირე 20 კაცი დაიღუპა შეირაღებული პირების მიერ პაკისტანის პროვინცია ბალოჯისტანში მდებარე მშენებარე კაშხალის ობიექტზე მომხდარ თავდასხმას. პროვინციის შინაგან საქმეთა მინისტრმა სარფაზარ ბუგდიმ თავდასხმას „შემზარავი ტერორისტული აქტი“ უწოდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. ვარაუდობენ, რომ ტერაქტის უკან შეიძლება იდგეს ბელუჯის განმათავისუფლებელი არმია, რომელმაც თავდასხმა შურისგების მიზნით მოაწყო.