სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა პოლიციელთა მკვლელობაში ბრალდებულს

თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 აპრილს განიხილა და დააკმაყოფილა თბილისის პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ შალვა აბულაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების ზომად შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვების თაობაზე. აბულაძეს ბრალად ედება პოლიციელის სიცოცხლის მოსპობა და ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარება. „ღია სასამართლო სხდომაზე, ბრალდებულ შალვა აბულაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებულ პატიმრობის ძალაში დატოვების შუამდგომლობას დაეთანხმნენ ბრალდებისა და დაცვის მხარეები, ასევე თავად ბრალდებული", - ნათქვამია განცხადებაში, რომლის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან 48 საათში.