მსახიობი კოტე თოლორდავა 11 აპრილს გარდაცვლილი იპოვეს მოსკოვის ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში. ოჯახის წევრთა ინფორმაციით მათთვის ამ ეტაპზე უცნობია მსახიობის გარდაცვალების მიზეზი. ათონელის თეატრის მსახიობ კოტე თოლორდავას მაყურებელი პოპულარული ტელესერიალის "ჩემი ცოლის დაქალების" გარდა რამდენიმე მხატვრული ფილმიდან იცნობს. მსახიობი რუსეთის დედაქალაქში ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდა.