ხაკასიაში ხანძარს რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა

რამდენიმე ადამიანი დაიღუპა რუსეთის სამხრეთ ციმბირის რეგიონ ხაკასიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, რის გამოც სტიქიური უბედურების ზონაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ცეცხლმა ასობით სახლი გაანადგურა. გავრცელებული ინფორმაციით, უცნობებმა ცეცხლი წაუკიდეს ხმელ ბალახსა და ნარჩენებს, ხოლო მძლავრმა ქარმა ცეცხლის სწრაფი გავრცელება გამოიწვია. ხანძარი რეგიონის 21 დასახლებულ პუნქტში მძვინვარებს. ხაკასიის საგანგებო საქმეთა სამინისტრომ მოსახლეობას მოუწოდა, რათა მონაწილეობა მიიღონ ხანძრის ლიკვიდაციაში.