ბენიამინ ნეთანიაჰუმ გააკრიტიკა მსოფლიო თანამეგობრობა ირანის მიმართ პოლიტიკის გამო

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მსოფლიო „თვალს ხუჭავს“ ახლო აღმოსავლეთში ირანის აგრესიული პოლიტიკის მიმართ, როგორც ამას ნაცისტური გერმანიის მიმართ აკეთებდაო. ისრაელში, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღის აღსანიშნავი გამოსვლისას, ნეთანიაჰუმ განაცხადა: „როგორც ფაშისტები ისწრაფოდნენ ცივილიზაციის გასათელავად და მისი „უმაღლესი რასით“ ჩანაცვლებისა და ებრაელი ხალხის განადგურებისთვის, ირანიც ასევე ისწარფვის რეგიონის დაპყრობისა და შემდგომი მიზნის - ებრაელთა სახელმწიფოს განადგურებისკენ“. ნეთანიაჰუმ გააკრიტიკა თეირანსა და მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს შორის შეთანხმება: „ცუდად შედგენილი შეთანხმება ირანთან გვასწავლის, რომ ისტორიის გაკვეთილი არ არის შეთვისებული“. ირანმა და მსოფლიოს ექვსეულმა 2 აპრილს შვეიცარიაში მოილაპარაკეს ჩარჩო შეთანხმებაზე, რომლის საბოლოოდ მიღწევის შემთხვევაში, ირანი შეზღუდავს ბირთვულ პროგრამას მის მიმართ მოქმედი ეკონომიკური სანქციების მოხსნის სანაცვლოდ. საბოლოო შეთანხმების მიღწევის ვადად 30 ივნისია დადგენილი.