ქუჩაში მცხოვრები გოგონები და ბიჭები

Your browser doesn’t support HTML5

საქართველოში არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რამდენი ბავშვი ცხოვრობს და მუშაობს ქუჩაში. 2007 წელს ჩატარებული კვლევისას ასეთი 1 500 ბავშვი დაითვალეს, თუმცა, ამ პრობლემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ქუჩაში მცხოვრები გოგოებისა და ბიჭების რიცხვი გაცილებით დიდია. როგორ ხვდებიან ბავშვები ქუჩაში, რატომ ითხოვენ შემწეობას, რით შეუძლია სახელმწიფოს და საზოგადოებას დახმარება აღმოუჩინოს ამ გოგო-ბიჭებს - ამის შესახებ საუბრობენ „გენდერული ამბების" სტუმრები: „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის“ წარმომადგენელი ნინო თოდუა და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბავშვო კუთხის თანამშრომელი ელენე თურქაძე.