უკრაინაში დაღუპული ქართველი მოხალისე სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი გიორგი ჯანელიძე საქართველოში ჩამოასვენეს. უკრაინის ბატალიონ "აზოვის" წევრი გიორგი ჯანელიძე სოფელ შიროკინოსთან ბრძოლაში ორი კვრის წინ დაეცა. იგი მესამე ქართველი მოხალისეა, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაიღუპა. გარდაცვლილის ცხედარს კვირას ქაშუეთის ტაძარში გადაასვენებენ, შემდეგ კი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.