ქართველ მოჭადრაკე ქალებს ერთი ნაბიჯი რჩებათ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულამდე

ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში, მოჭადრაკე ქალთა გუნდური მსოფლიო პირველობის ბოლოსწინა, მერვე ტურში საქართველოს ნაკრებმა დაამარცხა სომხეთის გუნდი (3:1) და ბოლო ტურის წინ 22,5 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს სატურნირო ცხრილში. 21,5 ქულით მეორე ადგილზეა რუსეთის ნაკრები, ხოლო მესამე პოზიცია უკავიათ ასპარეზობის მასპინძლებს, ჩინელ მოჭადრაკეებს - 20,5 ქულა. სწორედ ჩინეთის ნაკრები იქნება ქართველი მოჭადრაკეების მეტოქე ბოლო, მეცხრე ტურში, რომელიც ხვალ გაიმართება. ხვალვე რუსეთის ნაკრები აშშ-ის ეროვნული გუნდს დაუპირისპირდება.