ავღანეთში ძლიერი ზვავი ჩამოწვა

ჩრდილო-აღმოსავლეთ ავღანეთში მდებარე ბადახშანის პროვინციაში ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 52 ადამიანი. ზვავი დღეს დილას ჩამოწვა სოფელ ჯურმ-ე ბალაში. როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აცნობეს რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს, სოფელი 200-მდე მოსახლემ დატოვა. მათი თქმით, სოფელი თოვლით არის დაფარული და იქ ჩაღწევა მხოლოდ ვერტმფრენითაა შესაძლებელი.