გაიმართება წინასასამართლო სხდომა ვალერი გელაშვილზე 2005 წელს მომხდარი თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით

თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება წინასასამართლო სხდომა პარლამენტის წევრზე, ვალერი გელაშვილზე 2005 წელს მომხდარი თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით. მთავარი პროკურატურა თავდასხმის ორგანიზებაში ბრალს სდებს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს. მისმა ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბრალდების მხარემ რამდენიმე მოწმის დაკითხვას საიდუმლო გრიფი მიანიჭა, ამიტომ სასამართლოში სხდომა დახურული იქნება. თავად ადვოკატისთვის საიდუმლო გრიფის მინიჭების მოტივი გაუგებარია. წინასასამართლო სხდომა 15 საათზეა დანიშნული.